![მიდსომარი](/uploads/posts/2021-07/1626360113_filmebi-qartulad.jpg)
მიდსომარი
Midsommar
![მიდსომარი](/uploads/posts/2021-07/1626359821_midsomari-qartulad.jpg)
დრამატული ჰორორი ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომლებიც შვედეთში გამგაზავრებას გადაწყვეტენ მეგობრებთან ერთად. ისინი დასვენებას და იზოლირებულ სოფელში მცხოვრები მათი ძველი მეგობარის მონახულებას აპირებენ, სადაც ლეგენდარული “მიდსომარის” ფესტივალი უნდა გაიმართოს – ზაფხულის ბუნიობასთან დაკავშირებული უჩვეულო ტრადიცია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაობლებულ ახალგაზრდა მთავარ გმირში შფოთვის და შიშის გრძნობას გამოიწვევს, რადგან მალე ცხადი გახდება, რომ ფესტივალი სინამდვილეში ადგილობრივი წარმართული ოკულტიზმის თავშესაფარია, რომელსაც უღმრთო კულტი სწრაფადვე სულ უფრო სასტიკ და სისხლიან რიტუალად გადააქცევს. ხოლო ახალგაზრდა გმირებს სიცოცხლისთვის ჯოჯოხეთური ბრძოლა მოუწევთ.
რეჟისორი: არი ასტერი
როლებში: უილ პოლტერი, უილიამ ჯექსონ ჰარპერი, ჯეკ რეინორი, ჯულია რაგნარსონი
ფილმის სიუჟეტი:
დრამატული ჰორორი ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომლებიც შვედეთში გამგაზავრებას გადაწყვეტენ მეგობრებთან ერთად. ისინი დასვენებას და იზოლირებულ სოფელში მცხოვრები მათი ძველი მეგობარის მონახულებას აპირებენ, სადაც ლეგენდარული “მიდსომარის” ფესტივალი უნდა გაიმართოს – ზაფხულის ბუნიობასთან დაკავშირებული უჩვეულო ტრადიცია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაობლებულ ახალგაზრდა მთავარ გმირში შფოთვის და შიშის გრძნობას გამოიწვევს, რადგან მალე ცხადი გახდება, რომ ფესტივალი სინამდვილეში ადგილობრივი წარმართული ოკულტიზმის თავშესაფარია, რომელსაც უღმრთო კულტი სწრაფადვე სულ უფრო სასტიკ და სისხლიან რიტუალად გადააქცევს. ხოლო ახალგაზრდა გმირებს სიცოცხლისთვის ჯოჯოხეთური ბრძოლა მოუწევთ.
მსგავსი ფილმები
![ჩაკეტილი Locked Down](/uploads/posts/2021-01/1611592101_chaketili-qartulad-2021.jpg)
გამოშვების წელი: 2021
ჟანრი: ფილმები ქართულად, კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: სტივენ ნაიტი
როლებში: ენ ჰეთეუეი, ჩივეტელ ეჯიოფორი, დიული ჰილი, ჟასმინ საიმონი, ფრენსის რუფელი
ფილმის აღწერა:
კრიმინალური კომედია, ლონდონში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილის ლინდას და ბექსტონის შესახებ, რომლებიც დაშორებას გადაწყვეტენ, მაგრამ ქალაქში COVID-19-ის პოანდემიით გამოწვეული კარანტინის გამო, ახალგაზრდა გმირები საკუთარი ბინის ხაფანგში აღმოჩნდებიან, სადაც ახლა მათ 24 საათის განმავლობაში, დისტანციურ მუშაობასა და გაუთავებელ დავებს შორის გარკვეული დროით ერთად ცხოვრება მოუწევთ, რომელიც მათთვის ნამდვილი გამოცდა გახდება, თუმცა კარანტინში ყოფნა, ლინდას და ბექსტონის მოულოდნელად აერთიანებს. შედეგად, ისინი დროებით უთანხმოების დავიწყებას და პანდემიის გამოყენებას გადაწყვეტენ, რათა ლონდონის ცნობილი საიუველირო მაღაზია Harrods-დან 3 მილიონ დოლარად შეფასებული ბრილიანტი მოიპარონ.
![47 მეტრი ქვემოთ 2: გალიიდან გამოშვებული](https://image.tmdb.org/t/p/w300/g4z7mDmJmx23vsVg6XNWcnXb6gc.jpg)
გამოშვების წელი: 2019
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, სათავგადასავლო, საშინელება, ტრილერი
რეჟისორი: იოჰანეს რობერტსი
როლებში: სოფიე ნელისი, კორინ ფოქსი, ბრაიან ტჯუ, სისტინ როს სტალონე, ბრეკ ბასინჯერი, ჯონ კორბეტი, ნია ლონგი, აქსელ მანსილა, კილინ რამბო, დევიდ სანტოსი
ფილმის აღწერა:
2017 წლის ფილმის «47 მეტრი ქვემოთ» სიქველი, რომელიც 5 ახალგაზრდა მყვინთავის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მრავალი წლის წინ წყლის ქვეშ მოქცეული ძველი ქალაქის ნანგრევების შეშასწავლად გაემგზავრებიან. მაგრამ ჩაყვინთვის პროცესში ირკვევა, რომ ამ ნანგრევებში ისინი მარტო არ არიან. ახალგაზრდა გმირებზე საშინელი ნადირობა იწყება და მალე მათი დაგეგმილი გართობა კოშმარად გადაიქცევა — ახლა სასოწარკვეთილ მყვინთავებს სისხლისმსმელი ზვიგენებისგან თავის დაღწევა და გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევთ
![როგორც ბოსი Like a Boss](https://image.tmdb.org/t/p/w300/ifn7yLH7W69MdrEEkNzCyO8rTmL.jpg)
გამოშვების წელი: 2020
ჟანრი: ფილმები ქართულად, კომედია
რეჟისორი: მიგელ არტეტა
როლებში: სალმა ჰაიეკი, როუზ ბირნი, ტიფანი ჰედიში, ბილი პორტერი, ჯენიფერ კულიჯი
ფილმის აღწერა:
ფილმი სრულიად განსხვავებული იდეალების მქონე ორი საუკეთესო მეგობრის მია და მელის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სილამაზის კომპანიის ერთად შექმნას გადაწყვეტენ. მაგრამ მათი ურთიერთობები და ბიზნეს-პარტიორობა რთული გამოცდის წინაშე დადგება, როდესაც უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელი, კლერ ლუნა გმირებს მათი ფირმის შესყიდვის მსხვილ გარიგებას შესთავაზებს. ერთ-ერთი მათგანი უფრო პრაქტიკულია და ბიზნეს-გეგმებზე ფიქრობს, ხოლო მეორეს სურს, რომ ბევრი ფული იშოვოს და მდიდრულად იცხოვროს. მოულოდნელად, ყველა განსხვავება, რომელიც მათ იდეალურ პარტნიორებად ქმნიდა, ისინი სასტიკ ომამდე მიჰყავს, რომელიც მათ ბიზნესს და პირად ურთიერთობებს საფრთხეს შეუქმნის.
![პირველი ცოლების კლუბი The First Wives Club](/uploads/posts/2020-04/1588244922_imovs.jpg)
გამოშვების წელი: 1996
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: ხიუ უილსონი
როლებში: ბეტ მიდლერი, გოლდი ჰოუნი, დაიან კიტონი, მეგი სმიტი, დენ ჰედაია, სარა ჯესიკა პარკერი
ფილმის აღწერა:
სამი კოლეჯის მეგობარი თითქმის 30-წლიანი განშორების შემდეგ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. იმის მიუხედავად, რომ მათი გზები გაიყარა, ძველი მეგობრების ცხოვრება თითქმის ერთნაირად წარიმართა: სამივენი წარმატებულად გათხოვდნენ და ცოტა ხნის წინ გასცილდნენ მეუღლეებს ახალგაზრდა ლამაზმანების გულისთვის. ახლა კი სამივენი ერთად გადაწყვეტენ პირველი ცოლების კლუბი შექმნეს და ყოფილ მეუღლეებზე შური იძიონ.
![კანონდამრღვევი The Intruder](https://i.ibb.co/p2nrVvG/imovs.jpg)
გამოშვების წელი: 2019
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, თრილერი, მისტიკა
რეჟისორი: დიონ ტეილორი
როლებში: რორი კალკინი, ლეტიცია ჰიმენესი, ჯეკ კესი, ტიმოტი ტ. მაკკინი
ფილმის აღწერა:
ეს არის ფსიქოლოგიური თრილერი ახალგაზრდა დაქორწინებული წყვილის შესახებ, რომლებიც ყიდულობენ სახლს უმშვენიერეს ნაპას ველზე. ისინი მალე აღმოაჩენენ, რომ ძველ პატრონს სრულებით არ აქვს განზრახული სახლის იოლად დათმობა...
![ჯოჯოხეთის ფესტივალი Hell Fest](/uploads/posts/2019-09/1567844668_qgllnlruttkxkdrgmbwufkyakya.jpg)
გამოშვების წელი: 2018
ჟანრი: ფილმები ქართულად, საშინელება
რეჟისორი: გრიგოლ პლოტკინი
როლებში: ემი ფორსაიტი, რეიგნ ედვარდსი, ბექს ტეილორ-კლაუსი, კრისტიან ჯეიმსი
ფილმის აღწერა:
თინეიჯერული ჰორორი ნიღბიან სერიულ მკვლელზე, რომელიც ჰელოუინის ღამეს გასართობ პარკში გამართულ კოსტიუმირებულ ფესტივალს საკუთარ საშინელებათა სათამაშო მოედნად გადააქცევს, როდესაც საზეიმო კოსტუმში გადაცმული უცნობი-მკვლელი იქ დამსწრე ადამიანების წინ მეგობრების ჯგუფის დატერორებას და მათ მოკვლას დაიწყებს, რომლებიც თავიდან ფიქრობენ რომ, ეს ყველაფერი შოუს ნაწილია
![გრეტელი და ჰენზელი Gretel & Hansel](/uploads/posts/2020-05/1589097526_imovs.jpg)
გამოშვების წელი: 2020
ჟანრი: ფილმები ქართულად, თრილერი, საშინელება
რეჟისორი: ოზ პერკინსი
როლებში: სოფია ლილისი, სემი ლიკი, ელის კრაიჯი, ჯესიკა დე ჰაუ, ჩარლზ ბაბალოლა, იენ კენი, აბდულ ალშარიფი, მანუელ პომბო, ბათრიკს პერკინსი
ფილმის აღწერა:
ძმები გრიმების ამავე სახელწოდების ზღაპარზე დაფუძნებული საშინელებათა ფენტეზი, ზღაპრულ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა და-ძმის – გრეტელის და ჰენზელის შესახებ, რომლებიც საკვების და სამუშაოს სასოწარკვეთილ ძიებაში ბნელ და ღრმა ტყეში შევლენ, სადაც ისინი ზებუნებრივი ბოროტების ხაფანგში მოხვდებიან, რომლებსაც დაუნდობელი ბებერი ალქაჯი გაიტაცებს.
![ექიმი ძილი Doctor Sleep](https://image.tmdb.org/t/p/w300/dxsts8xXyO8bTr38lK0fyaN8yTZ.jpg)
გამოშვების წელი: 2019
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, საშინელება, ფენტეზი
რეჟისორი: მაიკ ფლენეგანი
როლებში: რებეკა ფერგიუსონი, ემილი ელინ ლინდი, ევან მაკგრეგორი, ჯეიკობ ტრემბლი
ფილმის აღწერა:
სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ბესტსელერის ეკრანიზაცია და ლეგენდარული “ნათების” სიქველი, რომელშიც მოვლენები 40 წლის შემდეგ ვითარდება და დენი ტორენსის შესახებ მოგვითხეობს, მწერლის ვაჟი, რომელსაც სტენლი კუბრიკის ფილმში “ნათება” ჯეკ ნიკოლსონი თამაშობდა. ოთხი ათწლეულის მანძილზე ის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგებს ებრძვის, რომელსაც იზოლირებულ სასტუმრო “ოვერლუკში” მას და მის მშობლებს თავს გადამხდარი მოვლენები გამოიწვევს. დენი მისი მისტიკური შესაძლებლობების – “ნათების” – ჩახშობას ალკოჰოლის დახმარებით ცდილობს, რითაც იგი მამის კვალს მიჰყვება. მაგრამ ერთ დღეს ის სმის მიტოვებას გადაწყვეტს და ჰოსპისში დაიწყებს მუშაობას, სადაც უიმედო ავადმყოფ პაციენტებს ეხმარება და თავისი ნიჭის დახმარებით, მათ სიკვდილისთვის ამზადებს. ასე იღებს დენი მეტსახელს “ექიმი ძილი”. საავადმყოფოში მთავარი გმირი გოგონას აბრა სტოუნს შეხვდება, რომელიც ასევე ზებუნებრივ შესაძლებლობებს ფლობს. გოგონა დენის იდუმალი ჯგუფის შესახებ უამბობს, რომლის წევრები ენერგეტიკული ვამპირები არიან – ფსიქიკური არსი, რომლებიც “ნათების” ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების სიკვდილის დროს ჩნდებიან. აბრა შემთხვევით თვითმხილველი ხდება იმასა, თუ როგორ კლავენ იდუმალი ჯგუფს წევრები ბიჭს, ხოლო შემდეგ თავად გახდება მათი სამიზნე. გოგონა დენის მიმართავს დასახმარებლად, და ერთად ისინი იდულამ ჯგუფს უპირისპირდებიან.
![სიყვარულის წიგნი The Book of Love](/uploads/posts/2019-02/1549376648_imovs_ge.jpg)
გამოშვების წელი: 2017
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა
რეჟისორი: ბილ პერპლი
როლებში: ჯესიკა ბილი, მერი სტინბერგენი, მეისი უილიამსი, ჯეისონ სუდეიკისი, პოლ რაიზერი
ფილმის აღწერა:
საკუთარ თავში ჩაკეტილი არქიტექტორი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ცოლი გარდაეცვალა უმეგობრდება პატარა გოგონას. ისინი ერთად ტივის აწყობასა და საკუთარი ცხოვრების თავიდან აშენებას გადაწყვეტენ.
![მძიმე მოგზაურობა Heavy Trip (Hevi reissu)](https://image.tmdb.org/t/p/w300/ag5T8FtWc4Cnh4PpCSdL22QDnoP.jpg)
გამოშვების წელი: 2018
ჟანრი: ფილმები ქართულად, კომედია
რეჟისორი: ჯუუსო ლაატიო, ჯუკა ვიდგრენი
როლებში: ტორსტეინ ბიორლუნდი, ანტი ჰეიკინენი, ვილ ჰილსკა, იოჰანეს ჰოლოპაინენი
ფილმის აღწერა:
25 წლის ტურო ჩრდილოეთ ფინეთის პატარა სოფელში ცხოვრობს. ერთადერთი მისი გასართობი როკ ჯგუფში დაკვრაა, სადაც მეგობრებთან ერთად უკრავს. მათ არასოდეს ჰქონიათ კონცერტი და აი ეძლევათ შანსი დაუკრან ნორვეგიაში მეტალ ფესტივალზე. ისინი გადაწყვეტენ რადაც არ უნდა დაუჯდეთ წავიდნენ კონცერტზე.
![ის ნათელი ადგილები All the Bright Places](https://image.tmdb.org/t/p/w300/4SafxuMKQiw4reBiWKVZJpJn80I.jpg)
გამოშვების წელი: 2020
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, რომანტიული, მელოდრამა
რეჟისორი: ბრეტ ჰეილი
როლებში: ელ ფენინგი, კიგენ მაიკლ კი, ალექსანდრა შიპი, ვირჯინია გარდნერი, ლიუკ უილსონი
ფილმის აღწერა:
ჯენიფერ ნაივენის ამავე სახელწოდების თინეიჯერული რომანის ეკრანიზაცია ახალგაზრდა გმირების, ვიოლეტ მარკის (ელ ფენინგი) და თეოდორ ფინჩის (ჯასტინ სმიტი) დრამატული ამბის შესახებ. ვიოლეტი – საშუალო სკოლის პოპულარული მოსწავლეა, რომელიც ავტოავარიაში უფროსი დის დაღუპვის გამო დანაშაულის უდიდეს გრძნობას გაიცდის. თეოდორი – სკოლაში გარიყული, თვითმკვლელობის იდეით შეპყრობილი ბიჭია. ისინი ერთმანეთს სკოლის კოშკის სამრეკლოზე შემთხვევით შეხვდებიან და მათი ცხოვრება სამუდამოდ თავდაყირა დადგება. გოგონა, რომ გადაარჩინოს, ფინჩი მას მშობლიური შტატის მისი კვლევის პროექტრში მონაწილეობის მიღებაში დაარწმუნებს. ახალგაზრდა გმირები ინდიანას გარშემო ერთად მოგზაურობენ, და საბოლოოდ, ფინჩი, ვიოლეტას თავისი გრძნობების გაცნობიერებაში და მწუხარების გამკლავებაში ეხმარება. თუმცა, თავად ბიჭის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება: მისი დეპრესია ძლიერდება, და სკოლიდან რიცხავენ, შემდეგ კი ის ქრება ...
![მავნებლები Wreckers](/uploads/posts/2020-05/1588318995_imovs.jpg)
გამოშვების წელი: 2011
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა
რეჟისორი: დიქტინა ჰუდი
როლებში: კლერ ფოი, ბენედიკტ კამბერბეტჩი, შონ ევანსი, პიტერ მაკდონალიდი
ფილმის აღწერა:
დონის და დევიდის ახალგაზრდა ოჯახი მიემგზავრება სოფელში, სადაც დევიდის ბავშვობამ განვლო. მაგრამ მათ იდილიას მისი ძმა ნიკა არღვევს.მისი გამოჩენა წყვილის ურთიერთობაზე იმოქმედებს.