უცხო
The Outsider
სერიალი სტივენ კინგის ამავე სახელწოდების მისტიკური რომანის მიხედვით არის გადაღებული, რომელშიც მოვლენები გამოგონილ ქალაქში ვითარდება, სადაც ტრაგედია მოხდება – ბავშვის სასტიკი განზრახ მკვლელობა. პოლიციის დეტექტივი რალფ ანდერსონი ოკლაჰომაში მდებარე ქალქში აწარმოებს გამოძიებას. ის მხეცურ, მაგრამ ერთი შეხედვით მარტივი დანაშაულის გახსნაზე მუშაობს: ადგილობრივი მკვიდრის, ტერი მეიტლენდის მიერ 11 წლის ბიჭის შოკისმომგვრელი მკვლელობა. თუმცა, ყველა მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, თავად ტერი (ბეისბოლის გუნდის იდეალური მწვრთნელი) უიმედოდ უარყოფს თავის დანაშაულს. იმ დროს, როცა უამრავი მტკიცებულება, მათ შორის დნმ-სა და თითის ანაბეჭდების ჩათვლით – გამოძიებას მარტივად ხდის, მეიტლენდი ამ საქმის დახურვის საშუალებას არ იძლევა, რომელიც თავის უდანაშაულობას იფიცება. მისი ალიბის შემოწმებისას, რომ ის კონფერენციაზე ქალაქგარეთ იყო, რალფი რაღაც უცნაურს აღმოაჩენს. მეიტლენდის განთავისუფლების იდეა სწრაფად მიიწევს წინ, როდესაც გამოძიება პოტენციურად ზებუნებრივ მხარეს მიიღებს.
რეჟისორი: ენდრიუ ბერნშტეინი, ჯეისონ ბეიტმანი, შარლოტა ბრანდსტრომი
როლებში: იულ ვასკესი, ბენ მენდელსონი, ჯერემი ბობი, ჯულიანა ნიკოლსონი, მარკ მენჩაკა, მერ უინინგჰემი
ფილმის სიუჟეტი:
სერიალი სტივენ კინგის ამავე სახელწოდების მისტიკური რომანის მიხედვით არის გადაღებული, რომელშიც მოვლენები გამოგონილ ქალაქში ვითარდება, სადაც ტრაგედია მოხდება – ბავშვის სასტიკი განზრახ მკვლელობა. პოლიციის დეტექტივი რალფ ანდერსონი ოკლაჰომაში მდებარე ქალქში აწარმოებს გამოძიებას. ის მხეცურ, მაგრამ ერთი შეხედვით მარტივი დანაშაულის გახსნაზე მუშაობს: ადგილობრივი მკვიდრის, ტერი მეიტლენდის მიერ 11 წლის ბიჭის შოკისმომგვრელი მკვლელობა. თუმცა, ყველა მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, თავად ტერი (ბეისბოლის გუნდის იდეალური მწვრთნელი) უიმედოდ უარყოფს თავის დანაშაულს. იმ დროს, როცა უამრავი მტკიცებულება, მათ შორის დნმ-სა და თითის ანაბეჭდების ჩათვლით – გამოძიებას მარტივად ხდის, მეიტლენდი ამ საქმის დახურვის საშუალებას არ იძლევა, რომელიც თავის უდანაშაულობას იფიცება. მისი ალიბის შემოწმებისას, რომ ის კონფერენციაზე ქალაქგარეთ იყო, რალფი რაღაც უცნაურს აღმოაჩენს. მეიტლენდის განთავისუფლების იდეა სწრაფად მიიწევს წინ, როდესაც გამოძიება პოტენციურად ზებუნებრივ მხარეს მიიღებს.
მსგავსი ფილმები
გამოშვების წელი: 2019
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, თრილერი, ისტორიული
რეჟისორი: რომან პოლანსკი
როლებში: ლუი გარელი, ჟან დიუჟარდენი, ემანუელ სენიე, ვენსან პერესი, ენდრიუ მარკონი, გრეგორი გადებოისი
ფილმის აღწერა:
ფილმი ინგლისელი მწერლის, რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული, რომელიც თავის მხრივ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, რომელშიც მოვლენები 1894 წელს ვითარდება, როდესაც ფრანგ ოფიცერს, ალფრედ დრეიფუს გერმანელებისთვის საიდუმლო დოკუმენტების მიწოდების გამო ატლანტიკის ოკეანეში მდებარე ტროპიკულ კუნძულზე უვადო დეპორტაციაში გაუშვებენ. ალფრედის ყოფილი უფროსი – ჟორჟ პიკარი – მისი ქვეშემდგომის საქმის გამოძიებას პირადად გადაწყვეტს და გაიგებს, რომ მეორე ბიუროს ბევრი ოფიცერი გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობს.
გამოშვების წელი: 2020
ჟანრი: სერიალები, დრამა, დეტექტივი, კრიმინალური, მისტიკა
რეჟისორი: როზმარი როდრიგეზი, ქეით კენდლერი, ჯონ ჩუ
როლებში: მილა მორგანი, ბრუკლინ პრინცი, კაილი როჯერსი, რიდ ბირნი, ჯოელ კარტერი,
ფილმის აღწერა:
დიდ ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონა, რომელიც პატარა ტბისპირა ქალაქში მამას სტუმრობს, ერთი გაუხსნელი მკვლელობის "გასაღებს" გამოააშკარავებს.
გამოშვების წელი: 2018
ჟანრი: ფილმები ქართულად, თრილერი, ფენტეზი
რეჟისორი: მეთიუ ბატლერ-ჰარტი
როლებში: კონლეტ ჰილი, ალექს ჰესელი, თორი ბატლერი-ჰარტი, ფისაიო აკინადე
ფილმის აღწერა:
მოვლენები 1846 წელს შოტლანდიის დასავლეთით მდებარე შორეულ და თითქმის უკაცრიელ კუნძულზე ვითარდება, სადაც ძლიერი შტორმის შედეგად ჩაძირული გემის სამი გადარჩენი მეზღვაური მოხვდება. გმირები კუნძულზე ოთხ მაცხოვრებელს შეხვდებიან. დასვენების და ძალების აღდგენი შემდეგ მეზღვაურები უიმედოდ ცდილობენ კონტინენტზე დაბრუნებას. ერთი მათგანი გამოძიებას იწყებს და ზღვაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გაიგებს, რომელიც ხუთი წლის წინ მოხდა, რის შედეგადაც კუნძულზე რამდენიმე ახალგაზრდა დაიღუპა. მაგრამ მეზღვაურების გადარჩენის საზარელი ისტორია მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც ისინი ერთ დროს სიცოცხლით სავსე ამ კუნძულის უცნაურ და საშინელ წარსულს გამოვლენენ
გამოშვების წელი: 2018
ჟანრი: ისტორიული, მელოდრამა, სერიალები
რეჟისორი: ტომ შენკლენდი
როლებში: ელი ბამბერი, ერინ კელიმანი, ოლივია კოლმანი, ადილ ახტარი, ლილი კოლინზი
ფილმის აღწერა:
მწერალ ვიქტორ ჰიუგოს ამავე სახლწოდების კლასიკური რომანის მიხედვით გადაღებული ეპიკური მინი-სერიალი, სადაც მოვლენები XIX საუკუნის დასაწყისში პოსტ-ნაპოლეონის ეპოქაში, ომებისგან გაპარტახებულ საფრანგეთის ფონზე ვითარდება, როდესაც პარიზს ახალი მასობრივი უწესრიგობა დაიპყრობს. სერიალი ყოფილი კატორღელის ჟან ვალჟანის და პოლიციის ინსპექტორის ჟავერის დრამატული დაპირისპირების სიყვარულის, უსამართლობის, მონანიების და იმედის შესახებ მოგვითხრობს ...
გამოშვების წელი: 2019
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, საშინელება, ფენტეზი
რეჟისორი: მაიკ ფლენეგანი
როლებში: რებეკა ფერგიუსონი, ემილი ელინ ლინდი, ევან მაკგრეგორი, ჯეიკობ ტრემბლი
ფილმის აღწერა:
სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ბესტსელერის ეკრანიზაცია და ლეგენდარული “ნათების” სიქველი, რომელშიც მოვლენები 40 წლის შემდეგ ვითარდება და დენი ტორენსის შესახებ მოგვითხეობს, მწერლის ვაჟი, რომელსაც სტენლი კუბრიკის ფილმში “ნათება” ჯეკ ნიკოლსონი თამაშობდა. ოთხი ათწლეულის მანძილზე ის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგებს ებრძვის, რომელსაც იზოლირებულ სასტუმრო “ოვერლუკში” მას და მის მშობლებს თავს გადამხდარი მოვლენები გამოიწვევს. დენი მისი მისტიკური შესაძლებლობების – “ნათების” – ჩახშობას ალკოჰოლის დახმარებით ცდილობს, რითაც იგი მამის კვალს მიჰყვება. მაგრამ ერთ დღეს ის სმის მიტოვებას გადაწყვეტს და ჰოსპისში დაიწყებს მუშაობას, სადაც უიმედო ავადმყოფ პაციენტებს ეხმარება და თავისი ნიჭის დახმარებით, მათ სიკვდილისთვის ამზადებს. ასე იღებს დენი მეტსახელს “ექიმი ძილი”. საავადმყოფოში მთავარი გმირი გოგონას აბრა სტოუნს შეხვდება, რომელიც ასევე ზებუნებრივ შესაძლებლობებს ფლობს. გოგონა დენის იდუმალი ჯგუფის შესახებ უამბობს, რომლის წევრები ენერგეტიკული ვამპირები არიან – ფსიქიკური არსი, რომლებიც “ნათების” ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების სიკვდილის დროს ჩნდებიან. აბრა შემთხვევით თვითმხილველი ხდება იმასა, თუ როგორ კლავენ იდუმალი ჯგუფს წევრები ბიჭს, ხოლო შემდეგ თავად გახდება მათი სამიზნე. გოგონა დენის მიმართავს დასახმარებლად, და ერთად ისინი იდულამ ჯგუფს უპირისპირდებიან.
გამოშვების წელი: 2021
ჟანრი: სერიალები, დრამა, დეტექტივი, თრილერი, ფანტასტიკა
ფილმის აღწერა:
ჯონ მარსის ფანტასტიკური რომანის ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები უახლოეს მომავალში ვითრდება. მეცნიერები აღმაჩენენ, რომ ყველა ადამიანს აქვს გენი, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანთან არის იდეალურად თავსებადი. საჭიროა მხოლოდ დნმ-ის მარტივი ტესტი. შეიყვანე შენი მონაცემები – და პროგრამა “უანი” შენს მეორე ნახევარს იპოვის, ის, ვინც ბუნებამ მხოლოდ თქვენთვის შექმნა. არ აქვს მნიშვნელობა რა რასის, გარეგნობის, ასაკის და სქესის ხართ. მეცნიერება გარანტიას იძლევა: ერთმანეთს დაუფიქრებლად შეიყვარებთ. ნამდვილი სიყვარულის სასოწარკვეთილ ძიებაში, მილიონობით ადამიანი გაივლის ამ ტესტს, რის შედეგად მსოფლიოს დაშორების, განქორწინების – და ახალი კავშირების ეპიდემია იპყრობს. ხუთი განსხვავებული ადამიანი შეტყობინებას მიიღებს, რომ მათთვის ნაპოვნი იქნა იდეალური ადამიანი. თითოეული მათგანი მალე ნამდვილ სიყვარულს შეხვდება. მაგრამ ახლო სულებსაც აქვთ თვიანთი საიდუმლოებები – ზოგი მათგანი სხვებზე უფრო ბნელი, შოკისმომგვრელი და მომაკვდინებელია.
გამოშვების წელი: 2017
ჟანრი: ფილმები ქართულად, დეტექტივი, კრიმინალური, მძაფრ-სიუჟეტიანი, ფანტასტიკა, ფენტეზი
რეჟისორი: დეივიდ აიერი
როლებში: უილ სმიტი, ნუმი რაპასი, ლიუსი ფრაი, ჯოელ ედგერტონი, ტან ვან ნგო, ჯეი ერნანდეზი
ფილმის აღწერა:
მოქმედება ხდება ლოს ანჯელესში, გამოგონილ სამყაროში, სადაც არა მარტო უმაღლესი ტექნოლოგიები, არამედ მაგიაც ბატონობს. ქალაქში ადამიანების გვერდით ცხოვრობენ ელფები და სხვა მაგიური არსებები. მთავარი გმირი პოლიციის განყოფილებაში მუშაობს, მას ევალება ისეთი საქმეების გამოძიება, რომელშიც მაგიური ძალებია გარეული.
გამოშვების წელი: 2009
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, თრილერი, ისტორიული, საომარი
რეჟისორი: სტეფენ პოლიაკოფფი
როლებში: რომოლა გარაი, ედი რედმეინი, ჯუნო ტემპლი, ტობი რეგბო, კრისტოფერ ლი, კორინ რედგრეივი
ფილმის აღწერა:
1939 წელი, ინგლისი. ენ კიისის ერთი შეხედვით იდეალური ცხოვრება ნგრევას იწყებს, როდესაც ის შემთხვევით საიდუმლო ჩანაწერებს პოულობს, რომლებიც დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის შეთქმულებას ადასტურებდა. ენი საკუთარ გამოძიებას იწყებს.
გამოშვების წელი: 2020
ჟანრი: სერიალები, სათავგადასავლო, საოჯახო, ფენტეზი
რეჟისორი: უილიამი დეივი
როლებში: ამირ ვილსონი, თადეა გრეჰემი, ისლამ ბუკაკაზი, იონა ლე
ფილმის აღწერა:
დანიელი მწერლის, ტონკე დრაგტის ამავე სახელწოდების თიენეიჯერული რომანის ადაპტაცია, რომლეშიც მოვლენები გამოგონილ შუასაუკუნეების სამყაროში ვითარდება, სადაც ახალგაზრდა მეაბჯრე, სახელად ტიური საპასუხისმგებლო და უჩვეულო დავალებას მიიღებს: მას სამი სამეფოს გავლა მოუწევს, რათა პირადად გადასცეს საიდუმლო წერილი მეფეს. ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებისას, ახალგაზრდა გმირი ეპიკურ და სახიფათო თავგადასავალში მოხვდება და მალე მიხვდება, რომ მის ხელში მთელი სამეფოს ბედი აღმოჩნდა…
გამოშვების წელი: 2018
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, დეტექტივი
რეჟისორი: ლასლო ნემეში
როლებში: იული იაკაბი, ვლად ივანოვი, ეველინ დობოში, მარცინ ჩერნეცკი, ლევენტე მოლნარი
ფილმის აღწერა:
მოვლენები 1913 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ, ევროპის შუაგულში, ბუდაპეშტი ვითარდება. ბავშვთა სახლში გაზრდილი ახალგაზრდა გოგონა აირის ლეიტერი, მაშინ ჯერ კიდევ ავსტრო-უნგრეთის ბუდაპეშტში ბრუნდება. მას ქუდების ლეგენდარულ მაღაზიაში მუშაობის დაწყება სურს, რომელიც ოდესღაც მის გარდაცვლილ მშობლებს ეკუთვნოდა, მაგრამ მაღაზიის ახალი მფლობელი ოსკარ ბრილი გოგონას არა მხოლოდ უარს ეუბნება, არამედ ასევე მთელი ძალებით ცდილობს მისი ქალაქიდან გაძევებას. თუმცა აირისი სულაც არ აპირებს ასე სწრაფად დატოვოს ბუდაპეშტი. მთავარი გმირი თავისი ოჯახის ბნელი წარსული საუდუმლოების გამოძიებას დაიწყებს და მისი ძმის არსებობის შესახებ შეიტყობს, რომელიც მას არასოდეს უნახავს. გამოძიებას იგი ბუდაპეშტის ბნელ ქუჩებში მიჰყავს, სადაც ცივილიზაციის მღელვარების დაცემის მიჯნაზე, მხოლოდ ქუდების მაღაზია ანათებს.
გამოშვების წელი: 2013
ჟანრი: ფილმები ქართულად, მისტიკა, ტრილერი
რეჟისორი: ივან სენი
როლებში: აარონ პედერსენი, ხიიუგო უივინგი, ჯეკ ტომპსონი, რაიან კვანტენი, ტონი ბერი
ფილმის აღწერა:
ჯეი სვანი, დეტექტივი, დაბრუნდა თავის მშობლიურ პროვინციაში და დაიწყო სასტიკი დანაშაულის გამოძიება. მან უნდა იპოვოს დამნაშავე ეჭვმიტანილი ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში, რომლის ცხედარი იპოვეს გზატკეცილის ქვეშ.
გამოშვების წელი: 2014
რეჟისორი: ჯეიმს სტრონგი, ეროს ლაინი, დევიდ პეტრარკა, ალი სელიმი, მაიკლ სლოვისი
როლებში: დევიდ ტენანტი, ანა განი, კევინ რანკინი, ჯოშ ჰემილტონი, კევინ ზეგერსი, მედალინ ჰორჩერი, სარა-ჯეინ პოტსი, სტივენ ლუის გრაში, ჯეკი უივერი
ფილმის აღწერა:
მას შემდეგ, რაც გარდაცვილი ბიჭის გვამი იპოვეს კალიფორნიის ზღვისპირა ქალაქში, და გამოძიება დაადგენს, რომ ეს არის მკვლელობა, დაიწყება საინფორმაციო სიგიჟე, რაც ცვლის არა მარტო გარდაცვილი ბიჭის ოჯახის წევრების , არამედ ქალაქის სხვა მაცხოვრებლების ცხოვრებასაც.